02:01 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-16 14:37:21, 821 ნახვა

კომენტარი
კელი დეგნანი 5 ივლისზე - თუ მთავრობას არ ექნება მკაფიო გზავნილი, ეს იქნება ძალადობის წახალისება

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი 5-6 ივლისის მოვლენებზე საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან საჭიროა ძლიერი გზავნილი იმ პირების მიმართ, რომლებიც პროვოცირებდნენ ძალადობას, რომ ამას მოჰყვება შედეგი.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობას არ ექნება მკაფიო გზავნილი მოძალადეების მიმართ, ეს იქნება წახალისება უფრო მეტი ძალადობისკენ.

„ძალადობა მიუღებელია, საქართველოს ხელისუფლებისგან მკაფიო, ძლიერი გზავნილია საჭირო, რომ შედეგები იქნება მათთვის, რომლებიც პროვოცირებენ ძალადობას და მათთვისაც, ვინც ძალადობრივად ესხმის თავს მოქალაქეებს. თუ არ მოჰყვება მკაფიო შედეგი და გზავნილი, რომ ძალადობას არ ეგუებიან, ეს იქნება წახალისება, უფრო მეტი ძალადობისკენ. ნებისმიერი მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს უსაფრთხო და დაცული გარემო საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომლებიც კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით სარგებლობენ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics