|
2021-06-30 13:51:14, 1669 ნახვა
სამხედრო
ევროკავშირისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მხარდაჭერით, კიბერუსაფრთხოების ბიურომ თავდაცვის სამინისტროში უსაფრთხოების ახალი სისტემები დანერგა
თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურომ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის მხარდაჭერით, თავდაცვის უწყებაში უსაფრთხოების ახალი სისტემები დანერგა. „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ (SAFE) პროექტის ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების ბიუროს გადაეცა უმაღლესი ტექნოლოგიის აპარატურა, რომელიც თავდაცვის უწყების ინტერნეტკომუნიცაციების სტაბილურობას, ეფექტურობასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული სისტემები შეამცირებს კიბერინციდენტებს და თავდაცვის სამინისტროს კიბერსივრცეს უფრო მეტად უსაფრთხოს გახდის. პროექტი საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუციურ და ტექნიკურ გაძლიერებას ითვალისწინებს, რაც, თავის მხრივ, ადამიანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. აპარატურის გადაცემის ღონისძიების შემდეგ, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)