10:40 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-15 19:00:29, 928 ნახვა

კომენტარი
ევროკომისიის პრეზიდენტი - ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობები ნეგატიურად ვითარდება

„ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობები ნეგატიურად ვითარდება“, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მკაფიოდ გაუწევს წინააღმდეგობას რუსეთს, როდესაც საქმე ეხება საერთშორისო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების დარღვევებს.

„ევროკავშირის და რუსეთის ურთიერთობები ახლა ნეგატიურად ვითარდება. ჩვენ ყველამ ვიცით, რა ხდებოდა ბოლო წლებში.

ჩვენ გვინდა, რომ ეს უერთიერთობები უფრო პროგნოზირებადი იყოს. ამისთვის კი არსებობს სამი გზა. ევროკავშირი მკაფიოდ გაუწევს წინააღმდეგობას რუსეთს, როდესაც საქმე ეხება საერთშორისო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებების დარღვევებს.

ჩვენ შევაკავებთ რუსეთის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ევროკავშირს. მაგრამ ამავე დროს, ვითანამშრომლებთ, როგორც ეს შესაძლებელია.

მაგალითად, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში და ადამიანებს შორის კონტაქტების საკითხზე“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics