|
2021-06-14 22:05:46, 1035 ნახვა
სამხედრო
გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა საველე გასვლა ჩაატარეს
გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა საველე გასვლა განახორციელეს. საბაზისო კურსის მე-4 დღეს ახალგაზრდებს ლექცია ჩაუტარდათ. ლეგიონის ახალწვეულები შენიღბვის ძირითად პრინციპებსა და შესაბამის ეკიპირებას გაეცნენ, რის შემდეგაც საველე სავარჯიშოები გაიარეს. საველე სწავლებას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, მისი მოადგილე თეონა აქუბარდია, ეროვნული გვარდიის G5 უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ნინუა და აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ორმხრივ ურთიერთობათა ოფიცერი, მაიორი ზაკ ქასლი დაესწრნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და “გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები, დიალოგები და კონსულტაციები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)