12:33 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 21:25:15, 668 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს - ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით, იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას

„ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით, იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რონამ გოცირიძემ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოსმენის დროს განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სტატისტიკის სამსახური იტყუება.

„ვალის აღება კი არ არის სატრაბახო, ვალის გასტუმრებაა საქმე. თქვენ იამაყეთ ლარი გამყარდა აპრილში ეკონომიკის 45%-იანი ზრდის გამოო. მსოფლიოში მაჩვენეთ ერთი ქვეყანა 200 ქვეყნიდან, სადაც აპრილში გაიზარდა 45%-ით, სისულელეა ეს! იტყუება სტატისტიკის სამსახური, არასწორად დათვალეთ ინფლაცია.

რამდენჯერაც ლარი გამყარდება რაღაც მიზეზით, გამოდის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გამოდიხართ თქვენ, პრემიერ-მინისტრი და იწყებთ ისევ ზეიმს.

ახლა ხომ დადექით ერთად, ლარი მყარდებაო - სულ გეუბნებით, ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით, იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას, იმიტომ კი არა, რომ ცუდი ენა გაქვთ, იმიტომ რომ არ იცით რას ამბობთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics