|
2021-06-07 15:39:26, 1666 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში აშშ-ის სარდლობისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრას აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურის მოადგილე, ადამ სტერლინგი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ფილიპ რიკერი, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ენდრიუ შოფერი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და დელეგაციის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მინისტრმა საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს - ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები და ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე პროგრამები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიისა“ და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს, რაც ხელს შეუწყობს, როგორც საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატოში ინტეგრაციას, ასევე ორ ქვეყანას შორის სამაგალითო თანამშრომლობის გაღრმავებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)