17:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 11:11:04, 773 ნახვა

კომენტარი
კახა კუჭავა „ნამახვანჰესის“ აქციაზე - არ არის სწორი ულტიმატუმის ენით საუბარი, ეს არ წაადგება საქმეს

მნიშვნელოვანია მოვისმინოთ, რას ითხოვს ხალხი, იყო გარკვეული მოწოდებები, რომლებიც აბსოლუტურად მესმის და გულწრფელია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ „ნამახვანჰესის“ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

კახა კუჭავას თქმით, ულტიმატუმის ენით საუბარი არ წაადგება საქმეს.

„მნიშვნელოვანია, მოვისმინოთ რას ითხოვს ის ხალხი, რომელიც აპროტესტებს და მართლა იყო დიდი რაოდენობით შეკრებილი ხალხი და იყო გარკვეული მოწოდებები, რომლებიც აბსოლუტურად მესმის და გულწრფელია. არ არის სწორი ულტიმატუმის ენით საუბარი და ეს ნამდვილად არ წაადგება საქმეს, არ ვიცი ამ პროცესში კონკრეტულად ვინ არის ჩართული, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარესთან ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ ერთხელ და საბოლოოდ, საკანონმდებლო დონეზე და პოლიტიკის დონეზე იქნას შემუშავებული ის დოკუმენტი, თუ რა პოლიტიკას ვატარებთ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით“, - განაცხადა კახა კუჭავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics