17:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-23 13:13:31, 575 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ინდური შტამის შესწავლა მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ინდური შტამის შესწავლა მიმდინარეობს.

ამირან გამყრელიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა ბრიტანული შტამი ინდურმა შტამმა ჩაანაცვლოს.

„შესწავლა მიმდინარეობს, მაგრამ დადასტურებული არ გახლავთ. გიდასტურებთ, რომ შესწავლა მიმდინარეობს.

ყველგან არის შესაძლებელი, საქართველო გამონაკლისი არ არის. მოგეხსენებათ ევროპაში გამოჩნდა ინდური შტამი, ისევე როგორც ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული.

პროგნოზი არის, რომ ინდურმა შტამმა ევროპაში თანდათან ბრიტანული შტამი ჩაანაცვლოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics