|
2021-05-18 12:53:37, 1672 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის ვაქცინების ბაზარზე 2021 წლის ბოლოსთვის შესაძლოა კიდევ ერთი, ფრანგული წარმოების „სანოფი“ გამოჩნდეს
კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინების ბაზარზე 2021 წლის ბოლოსთვის შესაძლოა კიდევ ერთი ვაქცინა გამოჩნდეს. „ევრონიუსი“ წერს, რომ საუბარია ფრანგული ლაბორატორიის მიერ, ბრიტანულ კომპანიასთან თანამშრომლობით შემუშავებულ პრეპარატ „სანოფიზე“. კლინიკური კვლევის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო „სანოფის“ ვაქცინამ ცდის მეორე ფაზაზე დადებითი შედეგები აჩვენა: რეკომბინანტული ცილის ვაქცინამ ანტისხეულები 95-100%-ში, ბოლო დოზის მიღებიდან გამოიმუშავა. „ევრონიუსი“ წერს, რომ მანამ, სანამ ვაქინა ევროპის წამლის სააგენტოსგან მიიღებს გამოყენების ნებართვას, „სანოფი“ ჩაატარებს დასკვნით, მესამე გამოსაცდელ ეტაპს, რომელშიც მონაწილეობას 35 000 მოხალისე ადამიანი მიიღებს. კერძოდ, ეს საშუალებას მისცემს მკვლევრებს, რომ შეისწავლონ ვაქცინის გავლენის ეფექტურობა კორონავირუსის გარკვეულ შტამებზე. იმ შემთხვევაში, თუ „სანოფი“ კვლევის მესამე ეტაპს წარმატებით დაასრულებს, მას ევროპის წამლების სააგენტო „მწვანე შუქს“ აუნთებს და მისი გამოყენება დაშვებული იქნება, ისევე როგორც „ფაიზერის“, „მოდერნას“ თუ „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების. აღნიშნული ვაქცინის შესაძენად მზადყოფნას გამოთქვამენ ევროკავშირი, აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)