23:28 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-13 22:06:38, 1055 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჯარში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მაქსიმალურად შევზღუდეთ კორონავირუსის გავრცელება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს ის ღონისძიებები გააცნო, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების  პრევენციის მიზნით თავდაცვის  ძალებში გატარდა.

მინისტრის განცხადებით, უწყება ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოქმედებს და ჯარისკაცების ვაქცინაციაც შესაბამისი გადაწყვეტილებების მიხედვით მოხდება.

„ჯარში გატარებული ღონისძიებების შედეგად ჩვენ მაქსიმალურად შევზღუდეთ კორონავირუსის გავრცელება და ქვეყნისთვის ეფექტური მხარდამჭერი ფუნქციის შევასრულეთ. თავდაცვის ძალებში ეპიდვითარების უკეთ მართვის მიზნით, გაძლიერდა ინსტიტუციური, სტრუქტურული და ინფრასტრუქტურული მიმართულებები. მოსალოდნელი მესამე ტალღის პირობებში განსაზღვრულია, საჭიროების მიხედვით, დამატებითი საიზოლაციო სივრცეების მოწყობა და უკვე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის გადამზადება“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics