20:33 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-08 21:50:26, 867 ნახვა

კომენტარი
იაგო ხვიჩია - ნიკა მელიას მხრიდან ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის პირობის მიღება ნიშნავს დოკუმენტზე ხელმოწერას

"ნიკა მელიას მხრიდან ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის პირობის მიღება ნიშნავს დოკუმენტზე ხელმოწერას", - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას სურს მონაწილეობა მიიღოს ამნისტიის კანონპროექტში.

"ჩემი აზრით, გულწრფელი რომ ვიყო, ვფიქრობ, რომ ნიკა მელიას მხრიდან, ზოგადად, ამ პირობების მიღება, ზოგადად, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის პირობის მიღება, თავისთავად, ნიშნავს დოკუმენტზე ხელმოწერას. მე ასე მგონია. ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ ადამიანი ციხიდან გათავისუფლდეს ამ დოკუმენტის შესაბამისად და შემდეგ მისი ნაწილი არ იყოს. მე მგონია, რომ ნიკა მელიამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა ამნისტიის დოკუმენტის შემუშავებაში, ისე, რომ ჩვენ მოვახერხოთ შარლ მიშელის დოკუმენტის სრულად რეალიზებას",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics