|
2021-04-30 14:19:53, 1232 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთშიც აღნიშნეს
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილე III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს. საიუბილეო ღონისძიება საქართველოსა და აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ქართული ჯარის საიუბილეო თარიღი 32-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ტარიელ მახარაშვილმა და ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მიჩაელ სკარპულამ მიულოცეს. მათ სამხედროებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოს თავდაცვის ძალებს სიძლიერე და წინსვლა უსურვეს. საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ტაქტიკური დაჯგუფება „პოლარული დათვების“ მეთაური, მაიორი რობერტ გრეივსი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული კოალიციური ძალების ქვედანაყოფების მეთაურები დაესწრნენ. თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურმა ქვედანაყოფის სამხედროებს მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ღონისძიების დასასრულს ქართველი მშვიდობისმყოფელები უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)