03:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 18:52:29, 1044 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლა საზოგადოების შეურაცხყოფის, უტიფრობის, ქვეყნის ინტერესების დაზიანების სიმბოლოა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, საქართველოში ვლადიმერ პოზნერის შემოშვებას, მისთვის პრივილეგიების მინიჭებასა და საქართველოს ხელისუფლების რეაგირებას ეხმაურება.

ბოკერიას თმით, როდესაც გაცხადებულად „კაგებეს“ ნომეკლატურის წევრს, პუტინთან დაახლოებულ პროპაგანდისტს, ჯერ დათანხმდები ქვეყანაში შემოშვებაზე, შემდეგ მიანიჭებ მას დამატებით პრივილეგიებს, ხოლო ამის მერე იწყებ კამპანიას იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ეს გააპროტესტა, ეს არის ამ მთავრობის დიაგნოზი.

„საზოგადოების შეურაცხყოფის, უტიფრობის, ქვეყნის ინტერესების დაზიანების, ჩვენი მოქალაქეების უპატივცემულობის, ყველაფერის ნაზავი და სიმბოლოა ის, თუ როგორი რეჟიმი გვყავს.

როცა საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პროპაგანდისტს, საბჭოთა დროიდან, საბჭოთა კავშირის პროპაგანდის, „კაგებეს“ ნომენკლატურას მისივე აღიარებით საბჭოთა დროს, ეხლა პუტინთან დაახლოებული პროპაგანდისტული ფიგურის, უბრალოდ ხელოვანის კი არა, პროპაგანდისუტული ფიგურის არამარტო შემოშვებას დათანხმდები ქვეყანაში, არამედ მიანიჭებ ისეთ პრივილეგიებს, რომლებსაც არ ანიჭებ შენ მოქალაქეებს, შემდეგ უტიფრად კამპანიას იწყებ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ეს გააპროტესტა და კმაყოფილებას იწვევ საოკუპაციო ქვეყნის ხელისუფლების, რომ ეს კარგი მთავრობაა, ხალხი არ ვარგა, თორემ ხალხი კარგია არისო, ეს არის დიაგნოზი ამ მთავრობის“, - განაცხადა ბოკერიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics