03:44 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 00:42:07, 717 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე - დოკუმენტი არ შეიცავდა რიგგარეშე არჩევნებზე არავითარ პირობას

„დოკუმენტი არ შეიცავდა რიგგარეშე არჩევნებზე არავითარ პირობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტის ლეგიტიმურობის რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დაყენება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.

„ბატონმა დანიელსონმა დღეს მხარეებს წარუდგინა პოლიტიკური შეთანხმების პროექტი.

დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების რაიმე პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე.

ეს ფაქტი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ მრავალგზის აღნიშნული ჭეშმარიტების კიდევ ერთი დადასტურება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.

ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ ამ არჩევნებისა და მოქმედი პარლამენტის ლეგიტიმურობის რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დაყენება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics