05:17 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 20:26:04, 591 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა - „ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმა წარმოუდგენია ხუთი წლის მერე, ამ წინადადებას შეიძლება, მხოლოდ ელისაშვილი დათანხმდეს

„ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმა წარმოუდგენია ხუთი წლის მერე, ასეთ წინადადებას შეიძლება, მხოლოდ ალეკო ელისაშვილი დათანხმდეს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის უმრავლესობა აღნიშნულ პოზიციას არ იზიარებს.

„ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობის პოზიცია იყო ნათელი ამ საკითხთან დაკავშირებით, აქ დასამალი არაფერი არ არის. ჩვენ ამ პოზიციას არ ვიზიარებთ. არ ვთვლით, რომ ეს არის კომპრომისი უფრო მეტიც, ეს არის ხაფანგი.

ბატონ ალეკოს რაც შეეხება, მოვისმინე თითქოს რაღაც დიდ მწვერვალებს მიაღწია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო, მისგან განსხვავებით. მე საზოგადოებას ვეტყვი ერთ კომპონენტს და მერე დასკვნა თქვენ თვითონ გამოიტანეთ, რამდენად მზად არის, თუნდაც სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით რაიმე წინსვლა დადოს „ქართულმა ოცნებამ“.

მაგალითისთვის, პროკურორის არჩევის საკითხი – „ქართული ოცნება“ თანხმდება პროკურორის პარლამენტიდან შერჩევის წესს 2/3-ით, ანუ ოპოზიციის როლის გაზრდას მთავარი პროკურორის დანიშვნაში, ხუთი წლის შემდეგ.

ხუთი წელი იმიტომ, რომ თურმე ირაკლი შოთაძე არჩეულია და ახლა ხო არ გადავირჩევთ?! „ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმა წარმოუდგენია მინიმუმ ხუთი წლის მერე და ამ ხუთ წელში წარმოუდგენია, რომ შოთაძე იქნება პროკურორი. ამიტომ, ასეთ წინადადებას შეიძლება, მხოლოდ ალეკო ელისაშვილი დათანხმდეს, მეტი დედამიწის ზურგზე არავინ დათანხმდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics