06:02 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-19 11:18:28, 591 ნახვა

კომენტარი
ლევან რატიანი 27 წლის ექთანზე - პაციენტის მდომარეობა შესაძლებელია, ნებისმიერ დროს დასრულდეს გულის გაჩერებით

ნებისმიერ დროს შესაძლებელია, დასრულდეს გულის გაჩერებით, - ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა 27 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და ექიმებს კლინიკურ პარამეტრებში დადებითი ეფექტი აღარ გააჩნიათ.

„მინდა გითხრათ, რომ ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა სავარაუდოდ, როგორც ანამნეზიდან ირკვევა გამოწვეულია ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს გულის გაჩერებით კვლავ“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში, 27 წლის ექთანი COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებიდან რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. პაციენტი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ საღამოს კატასტროფის მედიცინის ბრიგადის ეკიპაჟმა ჩამოიყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics