|
2021-03-15 12:32:18, 432 ნახვა
რეგიონი
ქუთაისში დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის ბინების განაწილების პროცესი დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დევნილ ვეტერანთა ოჯახებს ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 60 ბინას გადასცემს. სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მონიტორინგს 191 ოჯახი დაექვემდებარება. „ამ ეტაპზე, მონიტორინგის ჯგუფები ყველა იმ ოჯახის საცხოვრებელ პირობებს შეისწავლიან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 5 ან მეტი ქულა. მონიტორინგის მუშაობის დასრულების შემდგომ, კომისია თითოეული ოჯახის საკითხს ინდივიდუალურად განიხილავს. ვეტერან დევნილთა ოჯახებს განსახლების სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა ამ დრომდეც შეეძლოთ, თუმცა ქვეყნის წინაშე მათი დამსახურების გათვალისწინებით, სააგენტო მათთვის სპეციალურ პროექტს ახორციელებს“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. დევნილ ვეტერანთა ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)