07:21 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 21:34:24, 575 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერები მისი ხელისუფლების დროსაც კეთდებოდა

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ფარული ჩანაწერები მისი ხელისუფლების დროსაც კეთდებოდა.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ ცხრა წლის განმავლობაში არავის პირადი ცხოვრების შესახებ კადრები არ გავრცელებულა.

„რა თქმა უნდა კეთდებოდა, რომელი ქვეყნის ხელისუფლების დროს არ კეთდება ფარული ჩანაწერები, მაგრამ ერთი შემთხვევა მაინც იყო ვინმეს პირად ცხოვრებაზე რამის გავრცელება? ეს არის სპეკულაცია.

მე ვლაპარაკობ ფაქტებით. ცხრა წელი ვიყავი ხელისუფლებაში, ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ სადმე ტელევიზიაში ან სოციალურ ქსელში გავრცელებულიყო ვინმეს პირადი ცხოვრების შესახებ კადრები.

მოვიდა ივანიშვილი, დაიწყო და მოქოქა ეს სისტემა. ეს არის რეალობა და ამიტომ ერთ პლანზე დაყენება საერთოდ სასაცილოა.

სპეცსამსახურები მუშაობენ ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ხელისუფლების ბორიოტად გამოყენება არ უნდა მოხდეს, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში, ამისათვის არის სასამართლო, არის წესები როგორ უნდა მოხდეს და რა კეთდება, იმისათვის, რომ დანაშაულთან ბრძოლა მიმდინარეობდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არავინ, არაფერი არ გამოიყენოს პოლიტიკური, პირადი ან რაღაც სხვა მიზნებისთვის.

ეს არის ორი სხვადასხვა თემა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics