|
2021-03-09 12:54:57, 1707 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში დღეიდან კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა დაიწყო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების მიზანმიმართული კვლევა დაიწყო. მისი თქმით, აღნიშნული კვლევისთვის შემთხვევევითი შერჩევის პრინციპით 500 ადამიანი შეირჩა. „პოსკოვიდური კვლევების სინდრომი მსოფლიოში აქტუალური საკითხია. კოვიდგადატანილ პაციენტებს ხანმოკლე ან ხანგრძლივ პერიოდში აქვთ გარკვეული გამოვლინებები. ან მანამდე არსებული ქრონიკული გამწვავებების დროს, ან კიდევ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გაჩნდეს სხვადასხვა ტიპის გართულებები - სასუნთქი სისტემის, შემდედებელი სისტემის, გულსისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, ფსიქიკური მდგრადობის და ა.შ. აქედან გამომდინარე, პოსტკოვიდური სინდრომი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო. ამაზე ბევრ ქვეყნებში მიმდინარეობს კვლევები. ჩვენთანაც იწყება დღეიდან მიზანმიმართული კვლევა, რომელსაც ხელმძღვანელობს ინფექციური საავადმყოფო და ბატონი თენგიზ ცერცვაძე. შედგენილია ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი, თუ რა ტიპის გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ ამ ადამიანებმა. აქ არის შემთხვევითი შერჩევის პრინციპზე დამყარებული შერჩევა 500 ადამიანის. მათ ეგზავნებათ მოწვევები და პროტოკოლის გათვალისწინებით ჩაუტარდებათ შესაბამისი კვლევები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)