|
2021-02-24 11:13:54, 1809 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული 302 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 103 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 302 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 103 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. შესაბამის მონაცემებს მთავრობის ადმინიტრაცია ავრცელებს. "ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 692, საიდანაც: 1 600 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 748, აჭარაში - 175, იმერეთში - 323. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 302 პირი, მათ შორის, თბილისში - 104, აჭარაში - 33, იმერეთში - 99. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 პირი, მათგან თბილისში - 68, აჭარაში- 8, იმერეთში - 9. 193 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 105 - თბილისში, 74 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 899 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 105, ხოლო აჭარაში - 91. სულ 6 ოქტომბრიდან - 23 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 107 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 8 025 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 152 პირი, აჭარაში - 440, იმერეთში - 763", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)