|
2015-10-06 15:28:31, 2440 ნახვა
პოლიტიკა Lifestyle
რომან გოცირიძე: ”ყაზტრანსგაზი” მთავრობას აშანტაჟებს
”ყაზტრანსგაზი” მთავრობას აშანტაჟებს, - ასე ეხმაურება ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ "ყაზტრანსგაზმა" ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს. როგორც გოცირიძე აცხადებს, „ყაზტრანსგაზს“ პრეტენზიები მას შემდეგ შეიძლება ჰქონდეს, რაც ვალს დააბრუნებს. ”ყაზტრანსგაზი” მთავრობას აშანტაჟებს. თუ არ დამაბრუნებთ მართვაში, გიჩივლებთ და განხორციელებულ ინვესტიციებს უკან წავიღებო. არა და 80 მილიონი დაუგროვდა ვალი. იყიდა ქვეყნის კუთვნილი გაზი. ფული არ გადაიხადა. ამონაგები ინვესტიციებად გამოიყენა( ესეც საკითხავია, თუ რამდენი) და ახლა ამბობს, ჩემს ინვესტიციებს წავიღებო. ჯერ ვალი დააბრუნოს და მერე იქონიოს პრეტენზიები. შეიძლება ეს მთავრობაში ვიღაცებთან შეთანხმებითაც კეთდება. ვითომ სასამართლოს შიშით მთავრობა კომპრომისზე წავა. მერე კი ყაზახები ადგებიან და გაყიდიან. რუსებზე და მათ აქაურ მეგობრებზე, რა თქმა უნდა. ამის შესახებ ჯერ კიდევ შარშან დაიწერა ყაზახურ პრესაში, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის ვიზიტის დროს. მოკლედ, ყაზახები ვალების სარფიანად რესტრუქტურიზაციას ითხოვენ და ემზადებიან გასასვლელად აქაურების ფარული მხარდაჭერით. ასეთი ვითარებაა ”ენერგო პრო ჯორჯიას” შემთხვევაში, რომელიც კახეთისა და თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელის გარდა ყველაფერს ფლობს და ათამდე ელექტროსადგურის მესაკუთრეცაა“, - წერს რომან გოცირიძე.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)