20:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-06 13:43:00, 383 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში თავისუფალი მედია გარემო შენარჩუნდეს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის განცხადებით,  მნიშვნელოვანია, ის თავისუფალი მედია გარემო, რომელიც  საქართველოში ჩამოყალიბდა,  შენარჩუნდეს  და განმტკიცდეს.

ამის შესახებ ბაქრაძემ ჟურნალისტებს ბოლო პერიოდში მედიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ის თავისუფალი მედია გარემო, რომელიც  საქართველოში ჩამოყალიბდა, შენარჩუნდეს და განმტკიცდეს. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად იქნა მიღწეული სამი სხვადასხვა ტალღის რეფორმების შედეგად, ძალიან მნიშვნელოვანია რომ საკუთრების უფლება, რომელიც ასევე პრობლემატური საკითხი იყო.

საქართველოში, დღესდღეობით იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ამ კონტექსტში მთავრობას აქვს ბოლო 3 წლის  განმავლობაში მნიშვნელოვანი წინსვლა, შედეგები. ეს აუცილებლად უნდა იქნას შენარჩუნდეს და განმტკიცდეს. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ", -განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics