|
2015-10-06 12:54:58, 800 ნახვა
ეკონომიკა
კახი კალაძე: სამინისტრო "ყაზტრანსგაზში" ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნების წინააღმდეგი არ არის
ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, სამინისტრო "ყაზტრანსგაზში" ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნების წინააღმდეგი არ არის. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედი აქვს, საქმე არბიტრაჟურ დავამდე არ მივა. "მოულოდნელი იყო ყაზტრნსგაზიდან საპრეტენზიო წერილის მიღება. ჩვენ ორმხრივი მოლაპარაკების ფაზაში ვიმყოფებით. არაერთხელ განგვიცხადებია იმასთან დაკავშირებით, რომ ენერგეტიკის სამინისტრო არ არის წინააღმდეგი ყაზახური მხარის მენეჯმენტის დაბრუნების. იყო გარკვეული პრობლემები ფინანსთა სამინისტროებს შორის. ამ ეტაპზე არის მოლაპარაკებები და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დარეგულირდება და არბიტრაჟულ დავამდე არ მივა საქმე“, - განაცხადა კახი კალაძემ შეგახსენებთ, ყაზახურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია “ყაზტრანსგაზმა” ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)