12:40 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 16:49:27, 683 ნახვა

რეგიონი
დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში სამზარეულოსა და სამრეცხაოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში კომფორტული ინფრატსრუქტურის შექმნა აქტიურად გრძელდება. დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში სამზარეულოსა და სამრეცხაოს რეაბილიტაცია უტარდება.

პროექტისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 72 000 ლარი გამოჰყო. ინფრატსრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ წინა წელს მუნიციპალიტეტმა ბაღის შენობის საძირკველსა და კედლებს გამაგრებითი სამუშაოები განახორციელა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა კვლავ აქტიურად გრძელდება. დღეს დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში ვიმყოფებოდით სადაც სამზარეულოსა და სამრეცხაოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ბაღის შენობას გამაგრებითი სამუშაოებიც ჩაუტარდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს სკოლამდელ განათლებას და ვცდილობთ ჩვენს პატარებს სწავლისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემო შევუქმნათ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics