|
2015-10-05 19:41:45, 465 ნახვა
პოლიტიკა
სერგო რატიანი: საქართველოს ზვიგენების აუზთან მჯდომი მაფიოზი მართავს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის სერგო რატიანის განცხადებით, საქართველოს არაფორმალურად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძონა ივანიშვილი მართავს. როგორც რატიანმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს და მთავრობა გადადგეს. „საქართველოს მართავს ზვიგენების აუზთან მჯდომი მაფიოზი და სწორედ ამ ფონზე უნდა ვუთხრათ ივანიშვილს, რომ ის უნდა წავიდეს. ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. ამ პარლამენტმა ამოწურა საკუთარი თავი მაშინ როდესც მოისურვეს „რუსთავი 2“- ის და სხვა მედიის დაქვემდებარება. როცა მოინდომა „რუსთავი 2“ - ის დახურვა და პლურალისტული გარემოს შეზღუდვა. ეს ნიშნავს, იმას რომ აცნობიერებენ არჩევნებს ვერ მოიგებენ და გადაწყვიტეს არასამართლებრივი გზით სვლა. ჩვენ ხელისუფლება სამართლებრივ სივრცეში უნდა დავაბრუნოთ და ამიტომ ერთადერთი გამოსავალია რიგგარეშე არჩევნების ჩატარება და მთავრობის გადადგომაა“, - განაცხადა რატიანმა. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან „თავისუფალი ზონის“ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)