|
2021-02-01 17:10:42, 482 ნახვა
კომენტარი
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი მის მიმართ მედიაში გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი მედიაში მის მიმართ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში ეხმაურება. "დღეს სხვადასხვა მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაცია ჩემ შესახებ, მათ შორის, ვრცელდება სხვადასხვა ფოტოსურათი, რაზეც მტკიცებით ფორმაში საუბრობენ, რომ მე ვარ. მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ერთ ფოტოზე ვჩანვარ, რომელიც გადაღებულია ჩემი მეგობრის სახლის აივანზე. ასევე, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა მე ვმუშაობდი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩემი 16 წლიანი კარიერის განმავლობაში, არასდროს მიმუშავია აღნიშნულ დეპარტამენტში. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოსდა მე ვატერორებდი რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე არის ტყუილი, თუკი სადმე, რომელიმე პოლიტიკური პარტიის აქციაზე ვყოფილვარ, ეს განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით", - წერს ილია კვაღინიძე.
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)