17:19 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-03 21:01:58, 585 ნახვა

საზოგადოება
კალაძე: სამწუხაროა, როდესაც ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები გვესაუბრებიან

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროა როდესაც ქართული ფეხბურთის განვითარებაზე ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები საუბრობენ.

ამის შესახებ კალაძემ „იმედთან“ საუბარში გეგა გობეჯიშვილის  დაკავების საკითხის კომენტირებისას  განაცხადა.

ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლება ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში „არ და ვერ ჩაერევა“.

"ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში არ და ვერ ჩაერევა. ჩვენ ჩავერევიტ მხოლოდდამხოლოდ ფეხბურთის განვითრებისთვის, რადგან წარმოუდგენელია  სახელმწიფოს გარეშე მოხდეს სპორტის გაძლიერება, გავითარება და იმ დგომარეობიდან გამოყვანა, რა მდგომარეობაშიც არის. კონკრეტულ პიროვნებას რაც შეეხება, როგორც გაირკვა, ეს ადამიანი იყო ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება, რომ 500 ლარიანი ჯარიმით გაეთავისუფლებინა.   უმცა, აქ არის მეორე, ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის წარმომადგენლები საუბრობდნენ, იმაზე, რომ  ისინი არ მიიღებდნენ მონაწილეობას, თუ ამ პიროვნებას არ გამოუშვებდნენ. ლევან კობიაშვილმა შესთავაზა,რომ  ის დაკავებული კანდიდატი შეეძლოთ შეეცვალათ ნებისმიერი კანდიდატით და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებულიყო პროცესი. ძალიან სამწუხარო და ცუდია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებაზე გვესაუბრებიან ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანები, ეს კატეგორიულად მიუღებელია.  პირადად ჩემთვის, როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს ჯანსაღ ცხოვრებას და სპორტულ ცხოვრებას.კატეგორიულად  მიუღებელია, რომ ქართული ფეხბურთის ბედს ნარკოტიკების მომხმარებლები წყვეტდნენ",-განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics