|
2015-10-02 12:31:59, 809 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩოგოვაძე: ტურისტების ზრდამ ლარის კურსის გამყარებაზე იმოქმედა
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ტურისტების და მასთან ერთად შემოსავლების ზრდამ ლარის გამყარებას შეუწყო ხელი. მისი განმარტებით, რომ არა ეს მონაცემები, ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდებოდა. „სახელმწიფოში საერთაშორისო შემოსავლების რამდენიმე წყარო არსებობს. ერთ- ერთი გახლავთ, რა თქმა უნდა, ტურიზმიდან შემოსული საერთაშორისო შემოსავლები, ასევე შემოსავლების წყარო გახლავთ გადმორიცხვები საქართველოში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. როგორც გითხარით ტურისტების შემოდინების კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. ამან იმოქმედა იმაზე, რომ ლარის კურსი უფრო გამყარებულიყო, ვიდრე ეს იქნებოდა ამ შემოსავლების გარეშე“, - განაცხადა „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ. მისივე განმარტებით, ტურიზმის სფეროში შემოსავალი 2015 წლის მეორე კვარტლის მონაცემებითაც ზრდა დაფიქსირდა და 460 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.1%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. პირველი ორი კვარტლის ჯამური მონაცემებით, შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 766.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 2.9%-ია, + 21.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)