20:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 11:01:22, 422 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი აფხაზებსა და ოსებს: იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როცა თქვენ ჩვენი საერთო კეთილდღეობის თანაზიარნი გახდებით

"ჩემი ღრმა რწმენით, არავის ძალუძს ისტორიის ხელახლა დაწერა და ჩვენი საერთო წარსულის ამოშლა; იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როცა თქვენ ჩვენი საერთო კეთილდღეობის თანაზიარნი გახდებით", – ასე მიმართა გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის ტრიბუნიდან საქართველოს პრემიერ–მინისტრმა აფხაზებსა და ოსებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ისტორიული ტრაექტორია გულისხმობს მეტ თანამშრომლობას, ინტეგრაციასა და კეთილდღეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური აფხაზ და ოს და – ძმებს თანამშრომლობას და საერთო კეთილდღეობის გაზიარებას სთავაზობს.

„ჩვენ შორის არსებული კავშირების უგულებელყოფისა და ჩვენს ერების დაშორების ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება. თქვენ სარგებელს ნახავთ საქართველოს მზარდი ეკონომიკიდან და ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულებიდან, გააქტიურებული ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზაციის ჩათვლით. ჩვენი თანამშრომლობა წარმატებასა და სარგებელს მოგვიტანს,“ – აღნიშნა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics