14:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-11 13:39:42, 626 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანა განიხილება.

როგორც თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველო განიხილავს ისეთ ვაქცინებს, რომლებსაც აქვს მარეგულირებელი ორგანოების ან ჯანმოს ავტორიზაცია.

„საქართველო ვაქცინაციის პროგრამისთვის განიხილავს, ამ ეტაპზე, მხოლოდ იმ ვაქცინებს, რომლებსაც აქვთ ან მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების ავტორიზაცია ან ჯანმოს პრეკვალიფიცირებული ვაქცინა შეიძლება იყოს ის ვაქცინა, რომელსაც საქართველო განიხილავს გამოყენებისთვის.

ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინა, არც ერთი ჯერჯერობით არც მკაცრი მარეგულირებლების მიერ არის აღიარებული და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ამდენად ჩვენ რასაც განვიხილავთ ეს არის Pfizer-ის, Astrazeneca-ს და Moderna-ს ვაქცინას, რომელიც შესაძლოა ქვეყანამ გამოიყენოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics