14:04 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-10 22:12:25, 636 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - თუ შეზღუდვები მოიხსნება და შერბილდება, მაშინ უნდა გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი

„თუ შეზღუდვები მოიხსნება და შერბილდება, მაშინ უნდა გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნისგან თავი უნდა შეიკავონ და სიტუაციას დააკვირდნენ.

„კატასტროფულად უარესდება სიტუაცია ევროპის ქვეყნებში, გარკვეულ როლს, ალბათ ახალი შტამიც თამაშობს, რომელიც უფრო იოლად ვრცელდება.

შესაბამისად, ჩვენთან მოხდა სტაბილიზაცია და ახალი შემთხვევების კლება, მაგრამ მსოფლიოში ეს არ მომხდარა. ამის გათვალისწინებით, ვერ გეტყვით, რამდენად გამართლებულია 16-ში რეგულაციების შესუსტება ან მოხსნა.

მე მკურნალი ექიმი ვარ და არ ვარ კომპეტენტური ამ შეზღუდვების საკითხში, თუმცა პირადად მგონია, რომ სჯობს, ცოტახანს დავიცადოთ, მაგალითად პირველამდე და ვნახოთ, როგორი იქნება დინამიკა. თუ შევინარჩუნებთ სტაბილურად იმ სიტუაციას, რომელიც ახლა გვაქვს, ან კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ და უფრო ნაკლები იქნა შემთხვევების რაოდენობა, შემდეგ უნდა ვისაუბროთ შერბილებაზე, ეს ჩემი აზრია.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, არ ვიცი, მაგრამ თუ შეზღუდვები მოიხსნება და შერბილდება, მაშინ უნდა გამკაცრდეს რეგულაციებზე კონტროლი.

ორივე არ გამოვა, შეზღუდვებიც შერბილდეს და კონტროლიც შერბილდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics