19:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 16:36:05, 486 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი წიკლაურს: ე.წ. დესანტის წევრები თქვენი სასიქადულო წარმომადგენლებიც არიან, რომლებსაც მეტი კონტაქტები აქვთ

"ე.წ. დესანტის წევრები არიან თქვენი სასიქადულო წარმომადგენლებიც, რომლებსაც გაცილებით უფრო მეტი ნაცნობი წრე, კონტაქტები აქვთ და საკმაოდ ორგანიზებული პარტიული ორგანიზაცია - "სახალხო პარტია" უჭერს მხარს",- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი უმცირესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს, რომელმაც სტრასბურგში მყოფ საქართველოს დელეგაციას დესანტი უწოდა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის ტექსტის შესაცვლელად ხელისუფლებამ მობილიზაცია გამოაცხდა. ვოლსკის შეფასებით, წლების განმავლობაში, საქართველოს დამახასიათებელი ნიშანი, სიბრიყვის, ღალატისა და არაადამიანურობის დემონსტრირება იყო.

"სიბრიყვის, ღალატის, არაადამიანურობის დემონსტრირება იყო წლების განმავლობაში საქართველოს დამახასიათებელი ნიშანი და ვერც ერთი საკითხი, რომელიც ამ თემებთან იყო დაკავშირებული, ვერ გადიოდა იმ დონეზე განსახილველად, რომ რაღაცა შეცვლილიყო ქვეყანაში. ამ ე.წ. დესანტის წევრები არიან თქვენი სასიქადულო წარმომადგენლებიც, რომლებსაც გაცილებით უფრო მეტი ნაცნობი წრე, კონტაქტები აქვთ და საკმაოდ ორგანიზებული პარტიული ორგანიზაცია -"სახალხო პარტია" უჭერს მხარს"- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების დეპუტატები ხვალ საქართველოს თემაზე მომზადებულ რეზოლუციის ტექსტს უყრიან კენჭს. რეზოლუციის პროექტში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებაზეა საუბარი. ოპოზიციის მტკიცებით, რეზოლუციის ტექსტის შესაცვლელად ხელისუფლებამ მობილიზაცია გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი აღნიშნა, რომ მისი სტრასბურგში ყოფნის მიზანია, არავის მისცეს საშუალება, ევროპაში საქართველოს ცუდი რეპუტაცია შეუქმნან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics