19:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-30 09:21:50, 403 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი წელს მოლდოვას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი წელს მოლდოვას ეწვევა, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვის პრემიერ-მინისტრის ვალერი სტრელეცისგან მიწვევა დღეს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

პრემიერ-მინისტრებმა ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს, რომლის დროსაც ორივე მხარემ ხაზი გაუსვა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საჭიროებას. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ოფიციალური გაცვლითი ვიზიტები უახლოეს პერიოდში დაინიშნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics