15:35 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-07 19:45:53, 509 ნახვა

კომენტარი
ბორელი - დროა საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა დაუშვან საპარლამენტო წარმომადგენლობის არსებობა

„დროა საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა დაუშვან საპარლამენტო წარმომადგენლობის არსებობა“, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრესკომფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნების“  ბოლო შეთავაზება გახსნის კარს კომპრომისისკენ.

„დროა საქართველოს პოლიტიკურმა ძალებმა აჩვენონ ლიდერობა და დაუშვან საპარლამენტო წარმომადგენლობის არსებობა.

იმედი მაქვს, რომ ქართული ოცნების ბოლო შეთავაზება გახსნის კარს კომპრომისისათვის, რაც პარლამენტს საშუალებას მისცემს წინ წავიდეს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის მიმართულებით და გაუმკლავდეს სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics