16:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 15:27:01, 702 ნახვა

საზოგადოება
ილია მეორე: მოგმართავთ აფხაზებსა და ქართველებს – შერიგდით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე აფხაზებს და ქართველებს შერიგებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

„მინდა შეგახსენოთ, რომ 11 წელი ვიყავი აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი, სიკეთისა და სიყვარულის მეტი არაფერი მინახავს იქ! ამიტომ, მოგმართავთ ყველას, აფხაზებსა და ქართველებს - შერიგდით!  აფხაზებო, მოდით ჩვენთან, ქართველები მოვიდნენ თქვენთან, ერთად ვიტიროთ ჩვენი მიცვალებულები. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“,– ბრძანა ილია მეორემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics