16:57 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-27 14:17:03, 684 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დღესვე, მინისტრი სოზარ სუბარი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მხარდაჭერით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც მოეწყო აფხაზეთის გზების, ხიდებისა და გვირაბების ამსახველი უნიკალური  ფოტოების გამოფენა.

ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახისვილმა გახსნა.

 სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა  და  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.  

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დევნილი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტუმრები ადგილობრივი თვითმმართველობებიდან და აფხაზეთიდა იძულებით გადაადგილებული პირები.

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics