19:31 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-26 13:35:06, 2264 ნახვა

რეგიონი
ბათუმში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია მიმდინარეობს

ბათუმში, სასტუმრო „შერატონ“-ში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია “ბიორეგულაციური თერაპიის შესაძლებლობები ზოგადთერაპიულ პრაქტიკაში“ მიმდინარეობს,.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია შპს „ბიომედიკა“-ს (გერმანული კომპანია „ჰეელ“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში) ორგანიზებით, ფარმაკოლოგიისა და რაციონალური ფარმაკოთერაპიის ასოციაცია „უპირველესია, არ ავნოს“ თანამონაწილეობით და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეგიდით ტარდება. კონფერენცია გახსნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან გორგილაძემ.

კონფერენციაზე განიხილება შემდეგი საკითხები: საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებისას წარმოშობილი მწვავე ტკივილის ქრონიკულ ფორმაში გადასვლის თავიდან აცილების ზგები ბიორეგულაციური თერაპიის მეშვეობით; მედიკამენტური თერაპია-ორსული და ბავშვი; ბიოლოგიური თერაპიის შესაძლებლობები პედიატრიულ პრაქტიკაში; მწვავე ბრონქიტის მკურნალობის მეთოდები ბავშვთა ასაკში კომპლექსური ბიოლოგიური პრეპარატების მეშვეობით; მეტაბოლური დარღვევების მკურნალობა შინაგანი დაავადებების კლინიკაში-ბიორეგულაციური მიდგომა და შაქრიანი დიაბეტი ტ. II მკურნალობის გამოცდილება ფირმა „ჰეელ“-ის კომპლექსური პრეპარატებით.

მოხსენებებს წარადგენენ ავტრიელი, უკრაინელი და ქართველი სპეციალისტები. კონფერენციას ესწრებიან სამედიციცინო დარგის სპეციალისტები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics