13:41 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-29 18:10:50, 623 ნახვა

რეგიონი
ქედაში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება

ქედის მუნიციპალიტეტში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,  თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქედის მერთან ერთად საწარმოების მშენებლობა დაათვალიერა.

,,ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ორი სასოფლო-სამეურნეო პროფილის საწარმოს მშენებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად არ ჩერდება მსგავსი პროექტები.  

ყველა პროექტი რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობით ხორციელდება უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და სარგებლის მომტანი ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

სოფელ ძენწმანში მშრალი ხილის საწარმოს მშენებლობას დონორი ორგანიზაციები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უჭერს მხარს. საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საწარმო 100000 ლარით დაფინანსდა. საწარმოში 50-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.

ასევე, მიმდინარეობს ხილის გადამამუშავებილი საწარმო ,,დოლოგანის'' მშენებლობა. პროექტი ევროკავშირის ENPAღD-ის პროგრამის მხარდაჭერით და ქედა ''ლიდერი"-ს  ფარგლებში ხორციელდება. საწარმოში 14 ადგილობრივი დასაქმდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics