16:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-25 10:03:12, 515 ნახვა

საზოგადოება
უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებს ლაოსის დელეგაცია ეცნობა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ლაოსის დელეგაცია სტუმრობს.

სააგენტოს ინფორმაციით, სასწავლო ვიზიტის ფარგლებში ლაოსის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ქვეყნის გამოცდილებას ეცნობიან.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ინფორმაციას მიიღებენ ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა მიწის ადმინისტრირების და საინფორმაციო სისტემები, კადასტრი, განათლება მიწის სექტორში, პოლიტიკა და კანონმდებლობა მიწის ადმინისტრირების კუთხით. აღსანიშნავია, რომ სტუმრები უძრავი ქონების რეგისტრაციის ქართული სისტემის ლაოსში დანერგვის შესაძლებლობას განიხილავენ. ვიზიტის მიმდინარეობისას დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლის კონცეფციას, საზოგადოებრივ ცენტრების მუშაობას  და ელექტრონული მმართველობის ძირითად პრინციპებსაც გაეცნენ.

დელეგაციის წევრებს შორის არიან ლაოსის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს სამინისტროს, მის დაქვემდებარებაში მყოფი სააგენტოების, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს, ეროვნული ასამბლეის, ვიენტიანის პოლიტექნიკური კოლეჯის წარმომადგენლები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (GIZ) ექსპერტები.

სასწავლო ვიზიტი ათდღიანია და გერმანიის საერთაშორისო სააგენტოს (GIZ) პროექტის დაფინანსებით ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics