16:42 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 22:17:44, 847 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: ყველაფერს აკეთებენ, რომ მე მანდ ვერ ჩამოვიდე - ხან საჰაერო სივრცეს კეტავენ, განაჩენებს მიმატებენ, სპეცრაზმის მობილიზაციას ახდენენ

„ყველაფერს აკეთებენ, რომ მე მანდ ვერ ჩამოვიდე - ხან საჰაერო სივრცეს კეტავენ, განაჩენებს მიმატებენ, სპეცრაზმის მობილიზაციას ახდენენ“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტრაფარეტებით სიარული - მიშას გარეშე არაფერი არ გამოვა - ხელისუფლებას აწყობს.

„მე მიმაჩნია, რომ ეს არის შემოგდებული, იმიტომ რომ მიშას გარეშე არაფერი არ გამოვა ეს ნიშნავს, რომ მანდ მთავარი სიტყვაა არაფერი არ გამოვა. ამას ამბობს ბევრი პატივცემული კარგი ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს, მე მათ ვეკამათე.

მეგობრებო, თბილისის ქუჩებში დადიხართ და ატარებთ ლოზუნგს მიშას გარეშე არაფერი არ გამოვა, მესმის, რასაც გულისხმობთ, მაგრამ ეს იმათ აწყობთ.

ყველაფერს აკეთებენ, რომ მე მანდ ვერ ჩამოვიდე - ხან საჰაერო სივრცეს კეტავენ, განაჩენებს მიმატებენ, სპეცრაზმის მობილიზაციას ახდენენ, რომ როგორც კი გამოვჩნდები 5 წუთში ამწიონ ჰაერში და მერე ვერც დაგელაპარაკებით ასე. ეს გაწყობთ თქვენ?“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics