16:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 19:52:52, 692 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია - ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა, ამის დათმობას არ ვაპირებთ

„ხელისუფლებასთან მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა, ამის დათმობას არ ვაპირებთ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშწორება უნდა დასრულდეს.

„1 წლის წინ ქართულმა ოცნებამ გიორგი რურუა დააკავა და აქცია პოლიტიკურ პატიმრად. მისი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო, თუმცა ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია და მეტიც, ახალი პოლიტიკური პატიმრები გაჩნდნენ საქართველოში - ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, ისნის საოლქო კომისიის თავჯმდომარის სიკვდილში დადანაშაულებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი ობოლაძე.

პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხია და არ ვაპირებთ დათმობას.

საქართველოში აღარ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ პოლიტიკურ ანგარიშწორებასა შურისძიებას”, - წერს ელენე ხოშტარია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics