01:17 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-11 22:28:15, 1974 ნახვა

სპორტი
„სირცხვილია“ და პოლიტიკური პარტიები გულშემატკივრებს ხვალინდელი მატჩის დიდ ეკრანზე ყურებას სთავაზობს

„გირჩი“, „სირცხვილია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ფეხბურთის გულშემატკივრებს ხვალინდელი მატჩის დიდ ეკრანზე ყურებას სთავაზობს.

ამის შესახებ პარტიები და სამოქალქო მოძრაობა „სირცხვილია“ სოციალურ ქსელში წერს.

„მთავრობის შეზღუდვების გამო, 12 ნოემბრის საქართველო - ჩრ. მაკედონიის მატჩს გულშემატკივრები ვერ ესწრებიან.

თუმცა, ჩვენ შეგვიძლია დინამოს ცენტრალურ შესასვლელთან, უზარმაზარ ეკრანთან შევიკრიბოთ და ისე ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს!

12-ში, 20;45-დან გელოდებით პაიჭაძის სახელობის სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან!

ყურადღება!!!

გეცოდინებათ, რომ მთავრობამ 22:00-დან დილის 5:00-მდე კომენდანტის საათი გამოაცხადა.

ჩვენ, ამ ივენთის ორგანიზატორები და გულშემატკივრების ნაწილი ვაპირებთ პირადი პასუხისმგებლობის აღებით, მატჩის დასრულებამდე ვიყოთ სტადიონთან.

გვჯერა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, ნაკრების საგულშემატკივროდ მისულ ფანებს პოლიცია ნადირობას და დაჯარიმებას არ დაუწყებს.

თუმცა, ამის გარანტია არ არსებობს, ამიტომ ვერ მოგიწოდებთ 22:00-ის მერე ჩვენთან ერთად, სტადიონთან დარჩენისკენ. თუ გადაწყვეტთ, რომ დარჩეთ, ეს თქვენი პირადი პასუხისმგებლობა იქნება“, - წერია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics