16:49 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-11 12:41:26, 513 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - იმედი მაქვს, პომპეოსთან კომუნიკაციის საშუალება გვექნება და გაყალბებულ არჩევნებზე ვისაუბრებთ

საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისისას მაიკ პომპეოს როლი  მნიშვნელოვანი იქნება ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში, - ასე ეხმაურება „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს.

ვაშაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციას მაიკ პომპეოსთან კომუნიკაციის საშუალება ექნება და გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრებენ.

„უმნიშვნელოვანესია მაიკ პომპეოს ვიზიტი. საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება მისი გზავნილი და ამერიკის შეერთებული შტატების როლი ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში. ამიტომ, დაველოდოთ ამ ვიზიტს. იმედი მაქვს, ოპოზიციასაც გვექნება კომუნიკაციის შესაძლებლობა მასთან, სადაც ვისაუბრებთ იმ უმნიშვნელოვანეს და უმძიმეს პრობლემებზე, რაც მოხდა საქართველოში არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს საქართველოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics