18:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-24 10:09:21, 434 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: საქართველოს MAP-ი არ სჭირდება, მას იმაზე მეტი ინსტრუმენტი აქვს, ვიდრე რომელიმე MAP-ის მქონე ქვეყანას

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველოს ამოცანა არა MAP-ი, არამედ ნატოში გაწევრიანებაა.

ამის შესახებ ხიდაშელმა „მაესტროს ფაქტორში“  ჩართვისას განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, საქართველოს 10-ჯერ და 20-ჯერ მეტი ინსტრუმენტი აქვს, ვიდრე რომელიმე MAP-ის მქონე ქვეყანას.

„ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, როგორც თავდაცვის მინისტრის, მე ვფიქრობ რომ MAP-ი საქართველოს არ სჭირდება.  საქართველოს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი აქვს და ეს ინსტრუმენტები ყოველდღიურად იზრდება.  საქართველოს იმაზე ათჯერ და ოცჯერ მეტი ინსტრუმენტი აქვს, ვიდრე რომელიმე აქამდე MAP- ის მქონე ქვეყნას აქვს. MAP-ს  აქვს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა. დღემდე MAP-ი  საკრალური ცნება გახდა და ქართველებისთვის შეიძინა წმინდა წყლის პოლიტიკური დატვირთვა“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთოების გარანტიები ვიდრე MAP-ი.

„ჩემთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის MAP-ზე  უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიები მივიღოთ. ეს როგორ უნდა მივიღოთ? ჩვენ უნდა დავდგეთ ნატო-ს წევრობის გზაზე.  ჩვენ ამ გზაზე არ ვდგავართ. იმიტომ რომ ჩვენ ახლა MAP-ის  გზაზე ვდგავართ და ეს შუალედური რგოლი უნდა ამოვიღოთ“,-აღნიშნა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics