|
2020-10-31 23:36:01, 1663 ნახვა
Ipsos ეგზიტპოლი - ვაკეში ხოშტარია 47% , საბურთალოზე სერგეენკო 35%, ისანი კახიშვილი 35%
Ipsos-მა მაჟორიტარული არჩევნების წინასწარი ეგზიტპოლები გამოაქვეყნა, კვლევა ტელეკომპანია "მთავარის" დაკვეთით ჩატარდა. ეგზიტპოლის თანახმად, ვაკეში პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, ელენე ხოშტარია ლიდერობს, რომელსაც ხმების 47% აქვს, მის კონკრენტს „ქართული ოცნების“ კანდიდატს ნოდარ ტურძელაძეს კი, 33%. ამ შედეგებით ვაკეში მეორე ტური უნდა გამოცხადდეს, რადგან ვერცერთი კანდიდატი 50%-იან ბარიერს ვერ ლახავს. საბურთალოს საარჩევნო ოლქში ხმების 35%-ით „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით სერგეენკო ლიდერობს. ამავე ოლქში ალეკო ელისაშვილს ხმების 35%, ხოლო ბადრი ჯაფარიძეს 19% აქვს. წინასწარი ეგზიტპოლების თანახმად, ისნის რაიონშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს, კახა კახიშვილს 35% აქვს. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე მეორე ადგილზე 32%-ით იმყოფება, ხოლო „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მესამე ადგილზე 19%-ით. ეგზიტპოლის ამ შედეგებით, სამივე საარჩევნო ოლქი მეორე ტურის ჩატარებასთან ახლოსაა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)