|
2015-09-22 18:43:42, 888 ნახვა
სამხედრო
ესტონეთის გენშტაბის უფროსის ვიზიტი დასრულდა
საქართველოში ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამდღიანი ვიზიტის დასკვნით დღეს ესტონეთის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი რიჰო ტერასი სსსტც „დელტას“ ეწვია. სამეცნიერო ცენტრში ესტონურ დელეგაციას ქართული სამხედრო მრეწველობის შესახებ პრეზენტაცია გაუმართეს და ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები წარუდგინეს. ესტონურმა დელეგაციამ ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისიც“ დაათვალიერა. სასწავლო ცენტრში ესტონეთის გენშტაბის უფროსს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა. კრწანისში სტუმრებს სასწავლო ცენტრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სიმულაციური ცენტრები დაათვალიერებინეს. მოგვიანებით სტუმრებმა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გადაინაცვლეს. გაცნობითი ბრიფინგის შემდეგ გენერალ-ლეიტენანტი რიჰო ტერასი აკადემიის ინფრასტრუქტურას გაეცნო. საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია ქვეყანას ხვალ დატოვებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)