|
2020-10-31 14:27:31, 1558 ნახვა
ელენე ხოშტარია - მიმდინარე დარღვევის ფაქტები მეტყველებს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო იარაღი ძალადობაა
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი რეალური ცვლილებების, რომელსაც იგრძნობს ყველა მოქალაქე, ამაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა და ვაკის მაჟორტარობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან, ელენე ხოშტარიამ საარცევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარე დარღვევების ფაქტები მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო იარაღია სწორედ ძალადობაა. „დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როდესაც თითოეული მოქალაქის გადაწყვეტილება განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში უკვე ფიქსირდება „ქართული ოცნების“ მხრიდან მანიპულაციიის მცდელობა, ხან ბიულეტენებზე 2 ნომრის მოხევა, ფულის დარიგების დაუფარავი ფაქტები და ძალადობის ფაქტები, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ სწორედ მოქალაქეები და მათი აქტიურობა განსაზღვრავს თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შანსი რეალური ცვლილებების, რომელსაც იგრძნობს ყველა მოქალაქე, ოღონდ ამაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ამიტომ, ყველას მოვუწოდებ მოვიდეს არჩევნებზე. სამწუახაროა, რომ ფაქტები როგორც წინა არჩევნებზე და ახლაც მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო იარაღია სწორედ ძალადობა. ჩვენ გვინახავას არაერთი დაუფარავად კონკრეტული „ქართული ოცნების“ წევრი საკრებულოს თავმჯდომარეები, რომლებიც ამაში იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ჩვენ, ოპოზიციას, ყველა მოქალაქეს, აქტივისტს მოვუწოდებ, არ მივცეთ საშუალება „ქართულ ოცნებას“ ძალადობრივი სცენარის განვითარებაში. მშვიდობიანად, უსაფრთხოდ მივიდეთ, მივცეთ ხმა და სწორედ საარჩევნო ბიულეტენით გადავწყვიტოთ ამ ქვეყნის ბედი და არა ისე, როგორც უნდა ბიძინა ივანიშვილს ან ვინმეს, ვინც დაინტერესებულია არეულობაში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)