17:38 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 10:43:58, 573 ნახვა

კომენტარი
შსს - ინფორმაცია, რომ სამინისტროს თანამშრომლები პარტიული მითითებებით წინასაარჩევნოდ რეგიონებში იმყოფებიან, „ფეიკ ნიუსია“

შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთი მედიასაშუალებით გასულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაცია, თითქოს შსს-ს თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ რეგიონებშ იმყოფებიან „ფეიკ ნიუსია“.

„ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან არის "ფეიკ ნიუსი" და არ შეესაბამება სიმართლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
ლავროვი საქართველოსა და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანაზე კალასის განცხადებაზე: იდიოტურ განცხადებებს არ განვიხილავ
კალასი: ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics