|
2015-09-20 13:53:11, 768 ნახვა
საზოგადოება
სართიჭალისა და ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრებში არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის განკუთვნილი ქართული ენის კურსები დასრულდა
სართიჭალისა და ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრებში, ადგილობრივი, არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ქართული ენის კურსები დასრულდა. კურსი საგანგებოდაა შედგენილი და მისი ხანგრძლივობა 22 საათს შეადგენს. სართიჭლას საზოგადოებრივ ცენტრში ქართული ენის კურსს თერთმეტი, თხუთმეტ წლამდე იმ მოსწავლისთვისგანხორციელდა, რომლებსაც უკვე გააჩნიათ ქართული ენის საბაზისო ცოდნა, წერისა და კითხვის უნარები, მაგრამ უჭირთ სწორი მეტყველება. კურსი სწორედ გამართული მეტყველების ჩამოყალიბებისთვისაა შედგენილი და მსმენელებს ქართულად კომუნიკაციის უნარების განვითარებაში ეხმარება. რაც შეეხება ყვარელწყალის საზოგადოებრივ ცენტრში ჩატარებულ ქართული ენის კურსს, ჯგუფი ძირითადად დუისის, პანკისის და ომალოს მოსახლეობით იყო დაკომპლექტებული, რომელთაგან უმრავლესობა სკოლის მოსწავლეა. „ქართული ენის კურსისთვის შერჩეული მონაწილეები ქართული ენის საბაზისო უნარებს დაახლოებით ერთნაირ დონეზე ფლობენ, თუმცა ყვარელწყალში არის რამდენიმე მსმენელი, რომლებმაც ქართული საერთოდ არ იციან. იმის გამო, რომ ქართული ენის შესწავლის მიმართ ძალიან დიდი სურვილი და მოლოდინი იყო, იმ მსმენელებისთვის, რომლებსაც საბაზისო ცოდნა არ გააჩნიათ, ტრენერი სპეციალური, მათზე მორგებული პროგრამით გაატარებს კურსს. ქართული ენის შემსწავლელი ანალოგიური კურსი დღეიდან უკვე ფოკაშიც დაიწყება,“-განაცხადა სერვისების განვითრების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით ხორციელდება და მის მიზანს, კონკრეტული რეგიონის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინტეგრაცია, ასევე ენობრივი ბარიერის დაძლევით მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)