16:14 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-19 16:01:00, 631 ნახვა

საზოგადოება
ფოთი საყოველთაო დასუფთავების აქციას შეუერთდა

ფოთის მუნიციპალიტეტი საყოველთაო დასუფთავების აქციას - "დავასუფთათ საქართველო, დავასუფთაოთ მსოფლიო" შეურთდა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქცია მალთაყვის უბანში, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო. აქციაში ააიპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური კვლევის თანამშრომლები, მწვანეთა პარტიის წარმომადგენლები და მოხალისეები ჩაერთნენ.

"დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up TheWorld), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს. კამპანიაში 134 ქვეყანა მონაწილეობს.

საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და რიგით 121-ე ქვეყანაა, რომელიც დატანილია მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე მე-6 წელია მონაწილეობს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics